დედა
მუხრან მაჭავარიანი
როს „არას“ ნაცვლად ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“,
ვინ გიმღეროდა?
მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს,
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?
მშობელი დედა.
ახლა ხელში რომ გიჭირავს წიგნი,
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ხედავს?!
შენს მომავალზე დღე და ღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?
მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?
ყველაზე უფრო, თუკი ივარგებ,
ვინ იამაყებს?
მშობელი დედა
დედას
ქეთი ქიმბარიშვილი
შენს სათნო ღიმილს ვეთაყვანები
ჩემო ლამაზო და ეშხით სავსე,
იმდენი წელი გაცოცხლოს ღმერთმა
რამდენიც არის ვარსკვლავი ცაზე.
გთხოვ ნაღვლიანი არასდროს იყო,
შენს თვალზე ცრემლი არ დამანახო,
ბედნიერება და ჯანმრთელობა
უბოძე მარად მოწყალე ღმერთო!
ყველაზე ლამაზო
მაყვალა მრევლიშვილი
ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნყ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედიკო!
მე მინდა ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.
თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.
პატარა, ჯიუტო
თუ გყავდი აქამდე,
სომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.
გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.
თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით,
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!
დედის თვე
ელენე სალარიძე
მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერია,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.
მარტს დედის თვეს ეძახიან,
იაიით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.
ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
ათას, ათას სიხარულს.
დედიკო
ამ ფერად-ფერად ყვავილებს
ზედ მოციმციმე ცვარ-ნამს,
მოგიძღვნი, ჩემო დედიკო
და მოგილოცავ 3 მარტს.
შენი თვალები ნათელი
ყოველთვის გულით დამაქვს,
ჩემო ლამაზო დედიკო,
კიდევ გილოცავ 3 მარტს.
ფაქიზად ვეალერსები
მაგ შენს ჭაღარას ლამაზს,
ჩემო კეთილო დედიკო,
გილოცავ, გილოცავ 3 მარტს.
რა დაგვავიწყებს პატარებს
თქვენს სიყვარულს და ამაგს,
ჩემო ძვირფასო დედიკო,
კიდევ გილოცავ 3 მარტს.
დედის კაბა
ლილი ნუცუბიძე
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო სღამეც,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.
თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს
და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს.
ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედაგყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ვინ მოგერევა.
ჭირთათმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალისჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.
ნეტავ, ახლა ჩემთან იყო
დიკა სალაყაია
ნეტავ, ახლა ჩემთან იყო, ნეტავ, ახლა გხედავდე,
ნეტავ, ჩემთან მოხვიდოდე გულში ჩაიხედავდე,
ნეტავ, ახლა გეხვეოდე, ნეტავ, გულში გიკრავდე,
ნეტავ, ახლა მიღიმოდე, ამბორისთვის მიხმობდე.
ნეტავ, მხოლოდ ჩემი იყო, არავისზე ფიქრობდე,
ნეტავ, ახლა გიმღეროდე, შენს წინაშე ვდნებოდე,
ნეტავ, ჩემი სიყვარულის ქსელში გაებმებოდე.
ნეტავ, თვალებს გიკოცნიდე, ნეტავ, ასე ხდებოდეს,
ღმერთო ჩემო, ეს სურვილი მალე ამიხდებოდეს!
დედა
ამ ყვავილნარში შენი მშვენება
ო, რა ლამაზად გამორჩეულა,
ალბათ იმიტომ, რომ მაგ თვალებში,
თვით ცისარტყელა აელვებულა.
იავ, ამ ბაღში შენი ყვავილნი,
გაშლილა ათას ლამაზ კოკრებად,
შენ ყვავილების დედოფალი ხარ,
ჩემი მუზა და ჩემი ოცნება!
დედი
ნათია აბულაძე
დედი, ჩემო საყვარელო,
კეთილო და ენამზე,
მშვენიერო, სანატრელო,
გლოცავ ყველა ენაზე!
დედი, ჩემო ტკბილზე ტკბილო,
სხივნათელო, მზეთამზე,
დედოფალო, თბილზე თბილო,
საამაყო ყველაზე.
დედა
გიორგი აბუაშვილი
შორს ხარ და ბურუსმა მოიცვა გარემო,
შორსა ხარ, დედა, ძალიან შორს,
მაგრამ სიყვარული უკიდეგანოა
და გული შენთან ყოფნას მთხოვს.
ყველაზე ტკბილია დედის ხელები,
ყველაზე ტკბილია დედის სიტყვები,
მე მახსოვს შენი ალერსის ზღვა და
არ დამავიწყდება ამას გპირდები.
წასვლის წინ ცრემლები რომ დამიტოვე,
ეგ ცრემლი ჩემო მფარველი ხატია,
გულის ნაწილი ამოჭრილი მაქვს,
სულიც რომ მტკივა, ესეც ფაქტია.
მითხარი როგორ ვძლიო სიშორეს,
ან კი აქამდე როგორ ვუძელი,
ისევ ბავშვი ვარ ცელქი, მტირალა,
ის ონავარი და დაუცველი.
ალბათ გამოცდა მარგუნა ღმერთმა,
ჩემი ვალია მე რომ ვითმენდე,
ერთი თხოვნაღა შემომრჩენია,
ოღონდ შენ, დედი, არ დამიბერდე!
დედას
ქეთი ქიმბარიშვილი
შენს სათნო ღიმილს ვეთაყვანები
ჩემო ლამაზო და ეშხით სავსე,
იმდენი წელი გაცოცხლოს ღმერთმა
რამდენიც არის ვარსკვლავი ცაზე.
გთხოვ ნაღვლიანი არასდროს იყო,
შენს თვალზე ცრემლი არ დამანახო,
ბედნიერება და ჯანმრთელობა
უბოძე მარად მოწყალე ღმერთო!
ყველაზე ლამაზო
მაყვალა მრევლიშვილი
ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნყ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედიკო!
მე მინდა ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.
თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.
პატარა, ჯიუტო
თუ გყავდი აქამდე,
სომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.
გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.
თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით,
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!
დედის თვე
ელენე სალარიძე
მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერია,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.
მარტს დედის თვეს ეძახიან,
იაიით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.
ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
ათას, ათას სიხარულს.
დედიკო
ამ ფერად-ფერად ყვავილებს
ზედ მოციმციმე ცვარ-ნამს,
მოგიძღვნი, ჩემო დედიკო
და მოგილოცავ 3 მარტს.
შენი თვალები ნათელი
ყოველთვის გულით დამაქვს,
ჩემო ლამაზო დედიკო,
კიდევ გილოცავ 3 მარტს.
ფაქიზად ვეალერსები
მაგ შენს ჭაღარას ლამაზს,
ჩემო კეთილო დედიკო,
გილოცავ, გილოცავ 3 მარტს.
რა დაგვავიწყებს პატარებს
თქვენს სიყვარულს და ამაგს,
ჩემო ძვირფასო დედიკო,
კიდევ გილოცავ 3 მარტს.
დედის კაბა
ლილი ნუცუბიძე
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო სღამეც,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.
თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს
და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს.
ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედაგყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ვინ მოგერევა.
ჭირთათმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალისჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.
ნეტავ, ახლა ჩემთან იყო
დიკა სალაყაია
ნეტავ, ახლა ჩემთან იყო, ნეტავ, ახლა გხედავდე,
ნეტავ, ჩემთან მოხვიდოდე გულში ჩაიხედავდე,
ნეტავ, ახლა გეხვეოდე, ნეტავ, გულში გიკრავდე,
ნეტავ, ახლა მიღიმოდე, ამბორისთვის მიხმობდე.
ნეტავ, მხოლოდ ჩემი იყო, არავისზე ფიქრობდე,
ნეტავ, ახლა გიმღეროდე, შენს წინაშე ვდნებოდე,
ნეტავ, ჩემი სიყვარულის ქსელში გაებმებოდე.
ნეტავ, თვალებს გიკოცნიდე, ნეტავ, ასე ხდებოდეს,
ღმერთო ჩემო, ეს სურვილი მალე ამიხდებოდეს!
დედა
ამ ყვავილნარში შენი მშვენება
ო, რა ლამაზად გამორჩეულა,
ალბათ იმიტომ, რომ მაგ თვალებში,
თვით ცისარტყელა აელვებულა.
იავ, ამ ბაღში შენი ყვავილნი,
გაშლილა ათას ლამაზ კოკრებად,
შენ ყვავილების დედოფალი ხარ,
ჩემი მუზა და ჩემი ოცნება!
დედი
ნათია აბულაძე
დედი, ჩემო საყვარელო,
კეთილო და ენამზე,
მშვენიერო, სანატრელო,
გლოცავ ყველა ენაზე!
დედი, ჩემო ტკბილზე ტკბილო,
სხივნათელო, მზეთამზე,
დედოფალო, თბილზე თბილო,
საამაყო ყველაზე.
დედა
გიორგი აბუაშვილი
შორს ხარ და ბურუსმა მოიცვა გარემო,
შორსა ხარ, დედა, ძალიან შორს,
მაგრამ სიყვარული უკიდეგანოა
და გული შენთან ყოფნას მთხოვს.
ყველაზე ტკბილია დედის ხელები,
ყველაზე ტკბილია დედის სიტყვები,
მე მახსოვს შენი ალერსის ზღვა და
არ დამავიწყდება ამას გპირდები.
წასვლის წინ ცრემლები რომ დამიტოვე,
ეგ ცრემლი ჩემო მფარველი ხატია,
გულის ნაწილი ამოჭრილი მაქვს,
სულიც რომ მტკივა, ესეც ფაქტია.
მითხარი როგორ ვძლიო სიშორეს,
ან კი აქამდე როგორ ვუძელი,
ისევ ბავშვი ვარ ცელქი, მტირალა,
ის ონავარი და დაუცველი.
ალბათ გამოცდა მარგუნა ღმერთმა,
ჩემი ვალია მე რომ ვითმენდე,
ერთი თხოვნაღა შემომრჩენია,
ოღონდ შენ, დედი, არ დამიბერდე!
Комментариев нет:
Отправить комментарий